logo
ENG



კობახიძის თქმით, "მისთვის და მაკრონისთვის" გენოციდზე ბაიდენის განცხადება საკმარისი არაა

14 აპრ 202214:49
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "არც მისთვის და არც მაკრონისთვის" გენოციდზე აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადება საკმარისი არაა.

მანამდე მან განაცხადა, რომ სამართლებრივ შეფასებას დაელოდება და შემდეგ იტყვის, არის თუ არა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდი, რის შემდეგაც ჟურნალისტმა ჰკითხა, საკმარისია თუ არა მისთვის ბაიდენის გზავნილი.

"რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი არც ჩემთვის და არც მაკრონისთვის, ამიტომ საჭიროა სამართლებრივი შეფასება", - უპასუხა კობახიძემ.

12 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის ქმედებებს პირველად უწოდა "გენოციდი". ბაიდენის განცხადების პასუხად საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ტერმინ გენოციდის წოდებასთან ფრთხილად იქნებოდა, რადგან "რუსები და უკრაინელები ძმები არიან".


close დახურვა